მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში,თხილის პლანტაციაში მუშა ტრაქტორის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ზუგდიდში,თხილის პლანტაციაში მუშა ტრაქტორის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კომპანია "აგრიჯორჯიას" თხილის პლანტაციაში მუშა დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, 67 წლის კაცს მუშაობისას ტრაქტორი დაეჯახა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. თავად კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთბენ და აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...