მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპაში წითელა მძვინვარებს - ვაქცინაციაზე უარის გახშირებას ცუდი შედეგები მოყვა

ევროპაში წითელა მძვინვარებს – ვაქცინაციაზე უარის გახშირებას ცუდი შედეგები მოყვა

Published on

BBC -ის ცნობით, წერს. 2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ადამიანებიდან 37 გარდაიცვალა.  
 
გასული წლის ამავე პერიოდში წითელას შემთხვევების მაჩვენებელმა 23 927 შეადგინა, 2016 წელს კი 5 273. ექსპერტები ინფიცირების შემთხვევათა მატებას იმას უკავშირებენ, რომ ადამიანები ვაქცინაციას უფრო იშვიათად მიმართავენ. 
 
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი, 23 ათასი შემთხვევა უკრაინაში აღირიცხა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 
 
უკრაინის გარადა ევროპაში კიდევ 6 ქვეყანაა, სადაც ექვს თვეში ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, მათ შორის არის საქართველოც. კერძოდ, ეს ქვეყნებია საფრანგეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, სერბეთი. მათგან, ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 14 შემთხვევა, სერბეთში დაფიქსირდა.
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში წითელას ინფექციის გავრცელებამ და შემთხვევების რაოდენობამ ივლისის მონაცემერბით 1000-ს გადააჭარბა. 
 
დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, წითელას შემთხვევები ყოველდღიურად 5-10 ერთეულით მატულობს, წითელათი ორი ბავშვი გარდაიცვალა. ხათუნა ზახაშვილის თქმით, ერთი მათგანი 1 წლამდე იყო და ვაქცინაციის პერიოდი არ უწევდა, ხოლო მეორეს დატვირთული ანამნეზის ფონის გამო აცრა არ ჩატარებია.
 
წითელა ძირითადად ვლინდება ბავშვებსა და 40 წელს ზემოთ პირებს შორის. 
 
„ეს ორი არაიმუნური ფენაა საქართველოში, რომელიც იოლად ავრცელებს ინფექციას. 12 თვის ასაკში კეთდება პირველი ვაქცინაცია, უფრო ადრე ვაქცინის ჩატარების რეკომენდაცია არ არის“, – განაცხადა ზახაშვილმა.
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....