მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველოს მთავრობა სირაქლემას პოზაშია - პუტინი კი სისხლში გასვრილი ხელებით ცეკვავს...

საქართველოს მთავრობა სირაქლემას პოზაშია – პუტინი კი სისხლში გასვრილი ხელებით ცეკვავს ვალსს ავსტრიელ მინისტრთან

Published on

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვას საქართველოს ოკუპაციის საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა. 
 
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპაციის საკითხი გამქრალია მაღალი დონის შეხვედრებიდან.
 
"როდესაც ანგელა მერკელი პუტინს შეხვდა, უნდა ვკითხოთ, იყო თუ არა ამ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, საერთოდ რა რეაგირება აქვს საქართველოს მთავრობას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა – სამარცხვინო ფაქტი, როცა პუტინთან ვალსი იცეკვა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა და ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უღირსი საქციელი ევროპული მაღალჩინოსნისა. პუტინი როცა ამ დონეზე მიღებულია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ თუ სამეფო კარზე, ადამიანი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის და უკრაინის ოკუპაცია, ეს არის სამარცხვინო ფაქტი. პუტინი სისხლში გასვრილი ხელებით ცეკვავდა ვალსს და ეს სამარცხვინო ვიდეო მსოფლიომ ნახა. ამაზეც უნდა ჰქონდეს რეაგირება საქართველოს მთავრობას და არ უნდა იყოს სირაქლემას პოზაში. პუტინთან ურთიერთობა და მითუმეტეს, საქორწილო სუფრაზე მისი მიღება, არის სამარცხვინო და ეს უნდა თქვას ყველამ, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ საქართველოს მთავრობის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა",- განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...