მთავარისიახლეებიეკონომიკაფასები განუხრელად იზრდება. კვების პროდუქტებზე ზრდა ბოლო ერთ წელიწადში 3,2 პროცენტს...

ფასები განუხრელად იზრდება. კვების პროდუქტებზე ზრდა ბოლო ერთ წელიწადში 3,2 პროცენტს შეადგენს

Published on

„საქსტატის“ მონაცემებით, , ბოლო 1 წელიწადში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,7 პროცენტით გაიზარდა,  ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
 
მომხმარებლისთვის არაფერია სანუგეში ომასი, რომ ფასები წინა თვესთან შედარებით შემცირდა, რადგან ეს ვერ ცვლის საერთო სურათს. 
 
წლიური ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3,48 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.
 
ამასთან, ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (3,2 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (7,2 პროცენტი);
 
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის შემთხვევაში ფასების 14,8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2,01 პროცენტული პუნქტით აისახა. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...