მთავარისიახლეებისაზოგადოებაანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია"-ს წევრები დღეიდან პატრულირებას თრუსოს ხეობაშიც იწყებენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია”-ს წევრები დღეიდან პატრულირებას თრუსოს ხეობაშიც იწყებენ

Published on

სამოქალაქო აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფელ კობში ქართულ სასაფლაოზე საოკუპაციო რეჟიმის დროშა აღმართეს და დანაღმეს.
 
მოძრაობის წევრების განცხადებით, ეს იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ და მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ხეობაში კონტროლი გაძლიერდეს.
 
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ნამდვილად იყო აღმართული ე.წ. სამხრეთ ოსეთი დროშა, რომელზეც იყო გამობმული ხელყუმბარა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მსგავსი პროვოკაციული ქმედებები არ არის გამორიცხული თრუსოს ხეობის სხვა სოფლებშიც. ჩვენი სამოქალაქო მონიტორინგი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ მოვახდინოთ მსგავსი პროვოკაციული ქმედების პრევენცია,"-ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” წევრი, ჟურნალისტის ლაშა ბერულავა. 
 
ორი დღის წინ სოფელ კობში ქართულ სასაფლაოზე ნაღმი იპოვეს,-დანაღმული სასაფლაოს შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია"-ს წევრებმა გაავრცელეს.
ნაღმის არსებობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...