ხაშურში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქალს დაეჯახა. შემთხვევია ამსახველი ვიდეომასალა, სოციალურ ქსელში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ქალმა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გზა გადაუჭრა, რასაც შეჯახება მოჰყვა. უწყების ცნობით, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულმა მოქალაქემ სამედიცინო დაწესებულება მალევე დატოვა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ხაშურში საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქალს დაეჯახა
სიახლეები
მსოფლიო
უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით,...
საზოგადოება
ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...
სიახლეები
ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა.
5 პოლიტიკური...
საზოგადოება
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი
სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...