მთავარისიახლეებისაზოგადოება„თუ მე ტერორიზმის ხელშეწყობაში მადანაშაულებენ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე...

„თუ მე ტერორიზმის ხელშეწყობაში მადანაშაულებენ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. ის კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სტატუსით არის დაბარებული. უწყებაში მაჩალიკაშვილთან კითხვები აქვთ 9 თვის წინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, როდესაც სპეცრაზმის მიერ გასროლილ ტყვიას მისი შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმესთან მას კავშირი არ აქვს და სუსი ცდილობს, რომ მასზე და მის ოჯახზე ზეწოლა მოახდინოს.მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მას ბრალი წარუდგინონ.
„თუ მე ტერორიზმის ხელშეწყობაში მადანაშაულებენ, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. ინტერესი, ალბათ, ის აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ,“- განაცხადა მალხაზ მაჩლიკაშვილმა.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მანამდეც სუს-ში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზე იყო დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი და ბრალდებულები გაასამართლა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...