„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას.
ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის კითხვას უპასუხა.
გვარამიას თქმით, აღნიშნული ტელეკომპანიები რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები და „ქართული ოცნების“ რუპორები არიან. მისივე შეფასებით, კერძო ტელევიზიების სანქცირების საკითხი კონსტიტუციურ წესრიგთან კავშირში არ არის და მოსარჩელე მხარის კითხვა არარელევანტურია.
„ორივე არის პროპაგანდისტი, საზიზღარი ტელევიზია, კერძო რუსული ტელევიზია. დიახ, ვუჭერ. რაც უფრო ნაკლები იქნება რუსული შინაარსის ტელევიზია, მით უკეთესია“, – განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე და აღნიშნა, რომ მის მიმართ სანქციების დაწესება გაუხარდებოდა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე არჩილ გორდულაძემ მოპასუხე პარტიებს ჰკითხა, მხარს უჭერდნენ თუ არა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის სანქცირებას.