Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი იქნება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად მმართველ კოალიციაში იარაღის მიწოდების გაგრძელების გამო მზარდი დაძაბულობისა, ოფიციალური რომი კიევის მხარდაჭერას განაგრძობს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მას შემდეგ დამტკიცდება, რაც კროზეტო 10 ნოემბერს პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს. მიუხედავად იმისა, რომ პაკეტის ზუსტი შინაარსი გასაიდუმლოებულია, ინფორმირებული წყაროების ცნობით, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მომზადებული ეს დახმარება, შესაძლოა, ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის (SAMP/T) Aster-ის ტიპის საზენიტო რაკეტებს მოიცავდეს.