მთავარისიახლეები"აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!" - "დროას" პასუხი რუსეთის პროკურატურას

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

Published on

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, დაასრულებენ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

“რაში “გვედება ბრალი”:

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;
ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;
საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;
საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;
უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭირდო თანამშრომლობასა და ქვეყნის “კარპატების რვიანში” (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;
და ბოლოს, იმაში, რომ დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.
ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს!

ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!

ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!

საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა “მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციის” გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

“რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველად ცნო ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დროას საქმიანობა”. – განაცხადეს რუსეთის პროკურატურის პრესსამსახურში.

სიახლეები

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...