მთავარისიახლეებიპრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

Published on

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

“2008 წლის შემდეგ ეს, შეიძლება ითქვას, პირველი ასეთი სერიოზული დანიშვნაა.

მანამდეც იყვნენ სპეციალური წარმომადგენლები. თუ გახსოვთ, არსებობდა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ჟენევის ფორმატი. კიდევ ვიღაც იყო, გვარი დამავიწყდა… ქაჯაია, ქაჯაია-კარასინი.

მოკლედ, ეს ადამიანები უბრალოდ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ ეს ადამიანი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

რა თქმა უნდა, ის თავის თანამდებობაზე რჩება. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით.

მას შეუძლია უშუალოდ შეხვდეს თავის კოლეგას, მაგალითად, გალუზინს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. შეუძლია თავად ლავროვსაც შეხვდეს და მასთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს.

და როგორც ვხვდები, ის უკვე საკმაოდ სწრაფად მოქმედებს. მან უკვე დაამყარა კონტაქტი და, როგორც მესმის, უკვე განიხილავს ქართული პროდუქციის შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებს.” – განაცხადა ფიფიამ პროპაგანდისტულ Соловьёв LIVE-თან ჩაწერილ ინტერვიუში.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...