მთავარისიახლეებისაზოგადოებამლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა - ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა – ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია

Published on

სტიქია საქართველოში – მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა, მაშველებს მდინარე არაგვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა სახლებიდან გაჰყვათ.ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია. წყალდიდობამ მეწყერიც გამოიწვია.ადგილობრივების თქმით, წლებია ამ საშიშროების წინაშე დგანან, თუმცა, მუნიციპალიტეტი ნაპირსამაგრ სამუშაოებს არ ახორციელებს. ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოხდეს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.დუშეთის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა ადგილობრივები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პირადად გააფრთხილა და ტერიტორიის დატოვება სთხოვა. სეხნიაშვილის განცხადებით, არსებული ინფორმაციით, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმებია მოსალოდნელი და ადგილობრივების ევაკუაცია აუცილებელია.სეხნიაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის არაგვის ხეობაში სპეცტექნიკა მუშაობს და მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნებას ცდილობს.  „ტექნიკა მუშაობს და კალაპოტი უნდა შევუცვალოთ მდინარე არაგვს, რომ საშიშროება ავაცილოთ მოსახლეობას,“ – განაცხადა სეხნიაშვილმა.ადგილობრივები საცხოვრებელი სახლების დატოვებას არ აპირებენ, რის გამოც, ზურაბ სეხნიაშვილი მათთან ერთად რჩება.ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო თრუსოს ხეობიდანაც, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ტურისტების შვიდი ჯგუფი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლაციაში იყო. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაშველებმა გამოიყვანეს. თრუსოს ხეობა ტურისტებისგან ამ დროისთვის დაცლილია.
მდინარე არაგვში წყლის დონე ისევ იმატებს და საშიშ ნიშნულს უახლოვდება. საფრთხე ხეობაში რვა ოჯახს ემუქრება. 

სიახლეები

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...

მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა — შესაბამისი გადაწყვეტილება...

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...