მთავარისიახლეებისაზოგადოებაზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

Published on

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს. ძებნილი კაცი იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა.

ვალტერ როგავასთან ერთად კიდევ ოთხი პირია დაკავებული — სამი კაცი და ერთი ქალი. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. „პირველების“ ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა დროს, წინა დღეებში დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ტყეში დამალულ ნათესავს საკვებით ამარაგებდნენ ან საკუთარ სახლებში აფარებდნენ. ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

ვალტერ როგავას ძებნის ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა თერმული დრონიც გამოიყენეს, რომელსაც დაუსახლებელ ტერიტორიაზე ადამიანის აღმოჩენა და იდენტიფიცირება შეუძლია.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ ვალტერ როგავას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა გასულ კვირას შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ვალტერ როგავა ზამირ როგავას სახლში 14 ოქტომბერს შეიჭრა, რა დროსაც მამა-შვილი დაჭრა.

იმავე დღეს ვალტერ როგავამ მეზობლებს თავს მეორედ დაესხა. დაზარალებულის მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ ვალტერ როგავა ძმასთან ერთად მის სახლში შეიჭრა და ოჯახისგან ფულს ითხოვდა.

ზამირ როგავას თქმით, მაშინ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, თუმცა ვალტერ როგავამ მიმალვა მოახერხა. იმ პერიოდში მისი ძმა დააკავეს, თავად კი ძებნაში იმყოფებოდა.

სიახლეები

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...

ლავროვი აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი...

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს....

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...