მთავარისიახლეებიაფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

Published on

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ  vektorkavkaza წერს, რომ “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ბჟანიას დროს მოეწერა, შეიცავს სამართლებრივ ხარვეზს, რომლითაც ახლა რუსეთი სარგებლობს.

იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს “სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება”, რომელსაც ხელი მოეწერა 2022 წლის 19 სექტემბერს და რომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის 25 აპრილს.

„პრეზიდენტ ბჟანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს გადიან იმ ქვეყანაში, სადაც გაწვევის მომენტში ცხოვრობენ. შეთანხმება ძალაში შევიდა და ახლა აფხაზეთის ხელმძღვანელობა ცდილობს გამოასწოროს ბჟანიას შეცდომები და შეიმუშაოს აფხაზეთიდან მყოფი სტუდენტების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, რათა თავიდან აიცილოს მათი გაწვევა რუსეთის არმიაში“  ნათქვამია სტატიაში.

რუსული უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებლებში ან ნაქირავებ ბინებში მცხოვრები აფხაზი სტუდენტები რუსეთის კანონმდებლობით გადიან დროებით რეგისტრაციას. რუსული მხარე ამას ცალსახად განმარტავს, რომ თუ სტუდენტი რუსეთში ცხოვრობს და სწავლობს, ესე იგი მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ამჟამად რუსეთია. შედეგად, რუსეთში მყოფ სტუდენტებს სამხედრო აღრიცხვაზე დადგომას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნივერსიტეტებიდან გარიცხვით ემუქრებიან.

სიახლეები

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა...

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ...