პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს და აცხადებს, რომ ეს რუსულ სცენარს იმეორებს.
მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებები — ჯერ ოპოზიციის დისკრედიტაცია, ხოლო შემდეგ კანონით მათი გაჩუმება — „აბსოლუტურად პუტინის გზაა“.
ბრეიზა აღნიშნავს, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ევროპული ფასეულობებისგან კიდევ ერთი შორს გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან დემოკრატია პლურალიზმისა და თავისუფალი კონკურენციის გარეშე ვერ იარსებებს.
ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ საქართველო მის ხალხს ეკუთვნის და ქართველები იმსახურებენ თავისუფალ არჩევნებსა და ევროპულ მომავალს, რომლის მხარდაჭერასაც ევროპა გააგრძელებს.