მთავარისიახლეებისაზოგადოებაFreedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

Published on

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა.
Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.

ონლაინაქტივიზმისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვა – ამ ორი მიზეზით შეცვალა ამერიკულმა ორგანიზაციამ საქართველოს კატეგორია.რატომ დაკარგა საქართველომ „თავისუფალის“ სტატუსი?
“ფრიდომ ჰაუსის” (ეს არაკომერციული ორგანიზაცია მსოფლიოში დემოკრატიის, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობას იკვლევს) შეფასებით, საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 68 ქულაა.

ამ ქულებით ქვეყანა „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. წინა შეფასებით საქართველო „თავისუფალ“ ქვეყნებს ეკუთვნოდა.

„საქართველოს სტატუსი „თავისუფლიდან“ „ნაწილობრივ თავისუფალზე“ შეიცვალა, რადგან ხელისუფლება განაგრძობდა ონლაინაქტივიზმისა და იმ გამოხატვის შეზღუდვას, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიმართ კრიტიკულად აღიქმებოდა,“ – ეს შეფასება ანგარიშის შესავალში მოხვდა, იქ, სადაც ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მიმოიხილავს.

Freedom House-ის ანგარიში: „თავისუფლება ინტერნეტში 2026: ტექტონიკური ცვლილებები გლობალურ ინტერნეტში“ (Freedom on the Net 2026: Seismic Shifts on the Global Internet), მოიცავს პერიოდს 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის 31 მაისამდე.

საქართველო Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების კვლევაში (Freedom on the Net) პირველად 2009 წელს მოხვდა. „თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა.

რადიო თავისუფლება

სიახლეები

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...