სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და საკითხს ამ დრომდე სწავლობენ.
„ქართულმა ოცნებამ“ სამი ოპოზიციური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“) გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბერს მიმართა.
სარჩელს დროთა განმავლობაში კიდევ ორი პოლიტიკური გაერთიანება — „ფედერალისტები“ (2026 წლის 20 აპრილი) და „გახარია საქართველოსთვის“ (2026 წლის 14 სექტემბერი) დაემატა.
საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო.