მთავარისიახლეებისაზოგადოება,,თქვენ იამაყებთ იმით, რომ უსამართლოდ დაჩაგრული და გაწირული საქართველოს მოქალაქე შეიწყალეთ, განარიდეთ...

,,თქვენ იამაყებთ იმით, რომ უსამართლოდ დაჩაგრული და გაწირული საქართველოს მოქალაქე შეიწყალეთ, განარიდეთ რა უსამართლო სასჯელს”- ადვოკატები გიორგი მარგველაშვილს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას სთხოვენ

Published on

.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს ადვოკატები დღეს მიმართავენ. მათი განმარტებით ეს არ ნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალს აღიარებს. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებულს შეიწყალებს. პარალელურად ადვოკატები დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავენ და ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება ვიდრე ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, დეკანოზი შეწყალებით გაათავისუფლონ.
 
„ბატონო პრეზიდენტო, მოცემულ ვითარებაში, მხოლოდ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაათავისუფლოთ უკანონო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული, რომლის საკანში ყოფნის თითოეული დღე, თითოეული საათი და წუთი ჩვენი ღრმა რწმენით ქართული დემოკრატიისთვის დარტყმას წარმოადგენს. ასეთივე განწყობაა ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სხვაგვარად ვერც იქნება, ვინაიდან გიორგი მამალაძე დღეს სამართლის უზენაესობის პრინციპების საპირისპიროდ იხდის სასჯელს – იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ხოლო თქვენ იამაყებთ იმით, რომ უსამართლოდ დაჩაგრული და გაწირული საქართველოს მოქალაქე შეიწყალეთ, განარიდეთ რა უსამართლო სასჯელს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
 
რაც შეეხება იმას, ნიშნავს თუ არა შეწყალების თხოვნა დეკანოზ მამალაძის მიერ  მისდამი ინკრიმინირებული დანაშაულის აღიარებას ,  მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი  კატეგორიულად აცხადებს, რომ   „ეს შეწყალება არ ემსახურება და არ ითვალისწინებს,რომ მამა გიორგი დანაშაულს აღიარებს. არა, ჩვენ ვართ უდანაშაულოები. საჩივარი, რომელიც წავა სტრასბურგში. მოგეხსენებათ ევროპულ სასამართლოში გარკვეული დრო დაჭირდება საქმის განხილვას. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი თავისი შინაგანი რწმენით, თავისი ინტელექტით, თავისი ღირსებით ამას ყველაფერს გაითავისებს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“
 

სიახლეები

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...