მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება - TI

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

Published on

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას და პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელ მტკიცების სტანდარტს – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერს.

TI-ის შეფასებით, “ქართული ოცნების” კონსტიტუციური სარჩელი არ შეიცავს იმ კონკრეტულ, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის უკიდურეს ზომას კონსტიტუციურად გაამართლებდა.

ორგანიზავიაში ამბობენ, რომ სარჩელში აღწერილი მოვლენები არ ადასტურებს, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციით პირდაპირ აკრძალულ რომელიმე მიზანს ემსახურებიან ან შესაბამის საქმიანობას ეწევიან.

მოსარჩელეები ვერ ამტკიცებენ ვერც ცალკეული პირების ქმედებების პარტიებისთვის შერაცხვის შესაძლებლობას და ვერც ამ ქმედებებსა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ აკრძალვის საფუძვლებს შორის აუცილებელ კავშირს”- წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

 

სიახლეები

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...