მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

Published on

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომა მოითხოვა.

აქციის მონაწილეები ქალაქის ხელისუფლებას ზამთრის სეზონისთვის არასათანადო მომზადების, თავშესაფრების ნაკლებობის, სატრანსპორტო პრობლემებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამო აკრიტიკებდნენ.

მომიტინგეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „მერი თუ მაროდიორი?“ და „ვის დავურეკოთ, როცა მერი ფულს იპარავს?“

14 ოქტომბერს ვიტალი კლიჩკო უკრაინის უმაღლეს რადაში გამოვიდა. მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ხელისუფლება გათბობის სეზონისთვის არასაკმარისი მზადყოფნის გამო გააკრიტიკა.

კლიჩკომ ბრალდებები უარყო და ცენტრალური ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვა, როგორ არის უზრუნველყოფილი დედაქალაქის საჰაერო თავდაცვა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვა.

„სად არის „უკრენერგოს“ ობიექტების დაცვა? სად არის მილიარდები, რომლებიც ამისთვის გამოიყო?“ – იკითხა კიევის მერმა.

ზელენსკისა და კლიჩკოს შორის პოლიტიკური დაპირისპირება 2019 წლიდან გრძელდება, როდესაც მათ დედაქალაქის მართვის საკითხებზე უთანხმოება წარმოეშვათ.

დაპირისპირების ამჟამინდელი გამწვავება კიევის ზამთრისთვის მზადებას უკავშირდება, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...