მთავარისიახლეებიევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

Published on

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო – მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა.

5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეთანხმებული რეზოლუცია “ქართული ოცნების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის შესახებ” ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეწინააღმდეგება და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან გატანას ითხოვს – რეზოლუციის პროექტი ამას საქართველოში უფრო ფართო დემოკრატიული უკუსვლის ნაწილად განიხილავს.

რეზოლუცია სხვადასხვა ფორმით, ევროკავშირს “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისკენ მოუწოდებს. მათ შორის, მიზანმიმართულ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.

რეზოლუციაში დიდი ყურადღება ეთმობა პოლიტიკურ პატიმრებს. მოთხოვნილია მათი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება და ე.წ. “საბოტაჟის” საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების მოხსნა.

რეზოლუციაში ასევე საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის შექმნილ შეზღუდვებზე და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე.

იქამდე, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...