ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა.
როსვოლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროპულ გზას სულ უფრო მეტად შორდება. ევროკომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ანტიდემოკრატიულად შეფასებული კანონები, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პოლიტიკურ ძალებთან დიალოგი დაიწყოს.
ევროკავშირი პარტია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარესთან. თავის მხრივ, ევროკავშირის კარი ღიაა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე კონსტრუქციული დიალოგისთვის საქართველოსთან, ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავლის მოსაძებნად. “ქართული ოცნების” პირობებში საქართველო შორდება დემოკრატიულ ნორმებს და მისი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზას. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის, – განაცხადა ევროკომისარმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.