მთავარისიახლეებიკიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს - დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

Published on

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული მედია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

რუსული დრონი შენობას 7 ოქტომბრის საღამოს, მე-10 სართულს მოხვდა. ხანძარი ზედა სართულებზე გავრცელდა და კონსტრუქციების ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია. ხანძარი 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.

მაშველებმა შენობიდან 22 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი, გამოიყვანეს. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

რუსეთის თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე 7 ოქტომბერს, საერთო ჯამში, სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...