მთავარისიახლეები"ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს" ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

Published on

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. მისი თქმით, ეს სურვილი მოიცავს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებსაც.

“პუტინმა ერთხელ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. რა თქმა უნდა, გერმანელისთვის ეს ოდნავ გაუგებარია, რადგან ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს ნამდვილად არ იყო მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა. მაგრამ კარგი. რომ დავეყრდნოთ ამ [დებულებას], შეიძლება ითქვას: თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ მას (რედ. – პუტინს) სავარაუდოდ სურს მისი გამოსწორება.

ყველა სამხილით, არსებობს მისწრაფება, იდეა, წარმოდგენა იმაზე, რომ აღდგეს ის, რაც ერთ დროს საბჭოთა კავშირი იყო. ეს ეხება უკრაინას და ეს ეხება საქართველოს, სადაც ახლა დიდი აქტიურობა შეინიშნება. ეს ეხება მოლდოვაში ჩარევასაც. და, რა თქმა უნდა, ეს კვლავ შეეხება ბალტიის ქვეყნებსაც, ისინი კი უკვე ევროკავშირისა და NATO-ს წევრები არიან და ეს უშუალოდ ჩვენც გვეხება.” – თქვა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის...