მთავარისიახლეებირეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

Published on

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა.

თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება 5 ოქტომბერს, EU-მოლდოვის ასოცირების საბჭოს მეათე სხდომაზე გამოცხადდა.

ევროკომისიის ცნობით, ეს პროგრამის ფარგლებში მოლდოვისთვის რიგით მესამე გადარიცხვაა.

თანხა მას შემდეგ გამოიყო, რაც კიშინიოვმა კერძო სექტორის განვითარების, ეკონომიკური მდგრადობის, შრომის ბაზრის, ენერგეტიკის, მწვანე გარდაქმნისა და კარგი მმართველობის მიმართულებებით გათვალისწინებული 18 რეფორმა შეასრულა.

“დღევანდელი გადარიცხვა მოლდოვის რეფორმებისადმი ერთგულებისა და ევროკავშირისკენ სვლის მტკიცე გადაწყვეტილების აღიარებაა. ის აჩვენებს, რომ ამ ძალისხმევას ევროკავშირის კონკრეტული მხარდაჭერაც ახლავს თან, რაც მოლდოვის მოქალაქეების ცხოვრებაზე ხელშესახებ გავლენას მოახდენს.” – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.

ცნობისთვის, ამ ბოლო გადარიცხვის შემდეგ მოლდოვისთვის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საერთო მოცულობა €661 მილიონამდე გაიზარდა.

ევროკომისიამ მოლდოვისთვის €1.9-მილიარდიანი ეკონომიკური ზრდის გეგმა 2024 წლის ოქტომბერში წარადგინა. პროგრამა 2025-2027 წლებზეა გათვლილი და ევროკავშირის მხრიდან მოლდოვისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერის ყველაზე დიდ პაკეტს წარმოადგენს.

გეგმა რეფორმების დაჩქარებას, ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას, ასევე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მოლდოვის ეტაპობრივ ინტეგრაციასა და გაწევრიანების პროცესში წინსვლას ისახავს მიზნად.

სიახლეები

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია...

საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის...