მთავარისიახლეებიყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

Published on

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა:

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“. დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.

აღნიშნული ყალბი ცნობების გამოყენებით, ბრალდებულები შეეცადნენ, ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ჩაებარებინათ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.”  ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში

სიახლეები

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...