მთავარისიახლეებისაქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

Published on

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავებიან.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, რის შემდეგაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მათი ექსტრადიცია მოითხოვა.

რუსეთის მხარის ცნობით, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ დიმიტრი პუშკარიოვისა და კორნეი ფედუნოვის ექსტრადიციას . 2023 წელს მათ შექმნეს დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სპეციალიზებული იყო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში: ბრალდებულებმა ააწყვეს აკრძალული ნივთიერებების მიწოდება და გასაღება, ასევე ნარკოტიკული მცენარეების კულტივირებას ეწეოდნენ მაგადანის ოლქში.
რუსეთის ზედამხედველობის უწყებისა და უცხოელი კოლეგების შეთანხმებული მოქმედებებით, მიღწეულია დადებითი გადაწყვეტილება გაქცეულების გადმოცემის შესახებ. ბადრაგის თანხლებით მათ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში ჩამოიყვანენ, – განაცხადა რუსეთის გენპროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

24 სექტემბერს უწყებამ კადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნაჩვენებია პატიმრების გადაცემა ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სიახლეები

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...