მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო''

მიხეილ სააკაშვილი: „ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო”

Published on

მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
 
„2008 წელს რუსეთის შემოჭრის მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა, არამედ ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობა მათ იმ დროს პრობლემებს უქმნიდა წარმატებული რეფორმების სახით. მათი მიზანი იყო თბილისის აღება, ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაუქმება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
მისივე თქმით, „ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვინაიდან ამის საპირისპირო უამრავი მასალა არსებობს“. 
 
„რას ჰქვია ვინ დაიწყო პირველად ომი? მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. ჰკითხეთ რუს დედებს, ვის შვილებსაც აგზავნიდნენ, ჰკითხეთ პოლკოვნიკ კაზაჩენკოს, რომელიც დილის 03:00 საათზე ხეობაში შემოვიდა თავის პოლკთან ერთად.
 
ყველაფერ ამის შემდეგ თუ ვინმე კიდევ ამ კითხვას მისვამს, ის ნაძირალა, დებილი ან იდიოტია“, – დასძინა მან. 
.

სიახლეები

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...

დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,...