მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: 2008 წელს საქართველო შვიდმა ევროპელმა ლიდერმა გადაარჩინა

პრეზიდენტი სააკაშვილი: 2008 წელს საქართველო შვიდმა ევროპელმა ლიდერმა გადაარჩინა

Published on

2008 წელს საქართველო შვიდმა ევროპელმა ლიდერმა გადაარჩინა, ისინი ჩვენთან ერთად იმ მიტინგზე იდგნენ, რომლის დაბომბვითაც პუტინი იმუქრებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მედიასაშუალება „Настоящее Время”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
 
„ისინი ჩამოფრინდნენ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები მათი თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრებოდნენ. ჩამოვიდა პრეზიდენტი კაჩინსკი, სარკოზი, შემდეგ ჩამოვიდა მერკელი და სხვები.
საქართველო მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ დიპლომატიური სოლიდარობა გვქონდა. სამწუხაროდ, საქართველო ახლა მსოფლიო ზესახელმწიფოების რადარებიდან გამქრალია. საქართველო ძალიან უმნიშვნელო გახდა და ეს მას ძალიან მოწყვლადს ხდის. სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს ამ საკითხის მოგვარება არ შეუძლია. ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიური სოლიდარობა და სხვებისთვის მიმზიდველობაა. როდესაც შენ არავის სჭირდები, ხდები ძალიან მოწყვლადი იმისთვის, ვისაც შენ მსხვერპლის სახით სჭირდები“, – განაცხადა სააკაშვილმა
 
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...