მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ჰაკიმ ფაშას'' რემიქსი - რას უპირისპირებს ხელისუფლება მალხაზ მაჩალიკაშვილის სიმართლეს

,,ჰაკიმ ფაშას” რემიქსი – რას უპირისპირებს ხელისუფლება მალხაზ მაჩალიკაშვილის სიმართლეს

Published on

შეიძლება პროვოკაციის მიზნით თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს მაგას, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ იმ ვიდეოსთან დაკავშირებით განუცხადა, რომელშიც ISIS -ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. 
 
„ამის შესახებ მე არაფერი მსმენია და არც ვიდეო მინახავს. 7-8 თვის განმავლობაში ვცდილობ ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთო, მაგრამ ყველა მხრიდან გზებს მიჭრიან. ვინ ვის ემუქრება და ვინ რას ამბობს, აბა ამაზე რა უნდა გითხრათ? მე ყველაფერს კანონის ფარგლებში ვაკეთებ და სხვა რას ჩაიდენს, არ მაინტერესებს. შეიძლება, პროვოკაციის მიზნით თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს მაგას. ჩემთვის ეს მუქარა მიუღებელია და ვცდილობ, კანონის ფარგლებში დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები. თუ ის ადამიანები არ იქნებიან დასჯილი, ვისაც მე დიდი ხანია ვასახელებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ეს ჩემი მხრიდან არ მოხდება,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა
ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.
 
„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში. 
 
ერთ-ერთი ვერსიით, ტერორიზმის საქმეზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ., რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ზემოხსენებულ დაჯგუფებასთანაა კავშირში. 
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...