მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების '' ცენტრალურ პარტიულ ოფისში დღეს შესაძლოა საპრეზიდენტო...

,,ქართული ოცნების ” ცენტრალურ პარტიულ ოფისში დღეს შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში წარსადგენ კანდიდატურაზე ან არაპარტიულ ფავორიტზე იმსჯელონ

Published on

 საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრები და მინისტრები დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან. 
 
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. უცნობია საკითხები, რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმსჯელებენ. თუმცა სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, კერძოდ,   როგორც “ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმა, ასევე კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი.
 
მმართველ პარტიას კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია.  
 
"ქართული ოცნების" წევრების ნაწილს მიაჩნია, რომ პარტიას არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, მეორე ნაწილი კი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნებზე მხარი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს. 
 
არსებული ინფორმაციით, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის კონტექსტში სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს. 

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...