მთავარისიახლეებიაშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

Published on

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით, კოსმოსური ძალები მას მოწინააღმდეგისგან ამერიკელი სამხედროების დასაცავად გამოიყენებს.

გამოცემა Air & Space Forces Magazine წერს, რომ ეს პენტაგონის მხრიდან კოსმოსში მოქმედი საბრძოლო შესაძლებლობების არსებობის ყველაზე პირდაპირი აღიარებაა.

“დღესაც ვზრუნავთ, რომ ცვალებადი საფრთხეების დასაძლევად მზად ვიყოთ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდნენ ისინი. სწორედ ამიტომ, კოსმოსურ ძალებს ახლა ორბიტაზე აქვს განთავსებული იარაღი, რომელსაც მოწინააღმდეგის ქმედებებისგან გაერთიანებული ძალების დაცვა შეუძლია.” – თქვა მინკმა მერილენდში გამართულ კონფერენციაზე.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის იარაღზე საუბრობდა და როდის განათავსეს ის ორბიტაზე. მინკმა ასევე არ უპასუხა შეკითხვას, სისტემები კინეტიკურია თუ არაკინეტიკური, და უკვე მოხდა თუ არა მათი გამოცდა.

საჰაერო ძალების მდივნის თქმით, იარაღის არსებობის საჯაროდ აღიარება შეკავების პოლიტიკის მიზანს ემსახურება, თუმცა, ტექნიკური დეტალების გამჟღავნება ამ ეფექტს შეამცირებდა.

აშშ-ს კოსმოსური ძალები 2019 წელს, დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, შეიქმნა და საჰაერო ძალების დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...