რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას შვილის, ნიკოლოზ ხუბუტიას თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორ რუსული მედია წერს, ნიკოლოზ ხუბუტიამ თავი დაახლოებით ერთი დღის წინ მოიკლა, თუმცა მისი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, დღეს დილით, როდესაც დამლაგებელი მივიდა, ნიკოლოზ ხუბუტიას ბინის კარი დაკეტილი დახვდა. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გარეთ იცდიდა, რის შემდეგაც მან მაშველები გამოიძახა. კარის გაღების შემდეგ, მათ ხუბუტიას ცხედარი აღმოაჩინეს. მის გვერდით მამის იარაღი იდო. ცხედრის იდენტიფიკაცია მხოლოდ დოკუმენტების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ნიკოლოზ ხუბუტიას სიუციდის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ის რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას შვილია. ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ხუბუტია “რუსეთში ქართველთა კავშირის” დამფუძნებელი და პარტია “ედინნაია რასიას” წევრია.
ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სიახლეები
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...
სიახლეები
“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....