მთავარისიახლეებიკანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

კანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

Published on

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტების შესაძენად დაახლოებით $254 მილიონის ოდენობის დახმარების პაკეტს გადასცემს.

“რუსეთი აძლიერებს ბარბაროსულ საჰაერო ომს და განურჩევლად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ამიტომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს კანადამ და უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაკეტების მიწოდების შესახებ შეთანხმება დაასრულეს. 350-მილიონიანი კანადური დოლარის ოდენობის პაკეტი უკრაინის მოსახლეობის, ინფრასტრუქტურისა და საჰაერო სივრცის დაცვას დაეხმარება.” – თქვა კარნიმ.

იარაღს უკრაინა აშშ-ს PURL-ის მექანიზმის ფარგლებში მიიღებს, რომლის საშუალებითაც მოკავშირეები კიევისთვის ამერიკულ შეიარაღებას ყიდულობენ.

კარნის არ დაუკონკრეტებია, რომელი ტიპის რაკეტებს მიიღებს უკრაინა და როდის დაიწყება მათი მიწოდება. შესაბამისად, უცნობია, მოიცავს თუ არა პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებს.

2022 წლის თებერვლიდან კანადას უკრაინისთვის 25.5 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გამოყოფილი, მათ შორის, 8.5 მილიარდი – სამხედრო მხარდაჭერისთვის.

კარნიმ ასევე თქვა, რომ კანადა მომდევნო ორი წლის განმავლობაში დრონების წლიური წარმოების რამდენიმე მილიონ ერთეულამდე გაზრდას გეგმავს, საიდანაც წარმოებული დრონების მესამედი უკრაინას გადაეცემა.

სიახლეები

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...