შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, “ქართული ოცნების” ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.
“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ წერილს დღეს, 2 სექტემბერს გამოეხმაურა და თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ცდილობს, სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს”.
რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საკითხს, პაპუაშვილი აცხადებს, რომ “სხვადასხვა პიროვნებების ტრაგედიების გამოყენება ხდება პოლიტიკური ინსინუაციებისთვის”. სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. მე ვისურვებდი, რომ სამართლებრივი პასუხები გაეცეს სამართლებრივი საკითხს, თუ სამართლებრივ პრეტენზიებთან, რომელიც აქვს პროკურატურას თუ გამოძიებას. ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები სხვადასხვა დროს გვინახავს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი. ამ ბრალს სჭირდება პასუხი. ვფიქრობ, სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია.
ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ვიცით, ვინ იყენებს ამ მეთოდებს და წლებია, შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიების გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება თუ სხვა სახის. რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე – მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი…
აქაც მე მგონი, კონკრეტულად ამ შემთხვევას რაც შეეხება და ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუ არ ვცდები, ეს ისტორია რაც არის, მე მგონი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მითუმეტეს, ზოგიერთი ადამიანი, ჟურნალისტს ვგულისხმობ, რომელიც გამომსარჩლებლად არიან ქცეული იმ ადამიანის, ვინც თვითმკვლელობით დაასრულა საკუთარი სიცოცხლე, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი, როდესაც ხდება სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით…
სუფთა ადამიანურადაც, პოლიტიკურადაც და საღი აზრის საფუძველზეც, მე მგონი, მნიშვნელოვანია, ადამიანის გარდაცვლილი სული მოვასვენოთ, ის, რომ ადამიანმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, ცალკე სიმძიმეა, ამის კიდევ აქედან…
რა კითხვის ნიშანი არსებობს, არანაირი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თქმა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ სათქმელს ხომ უნდა ჰქონდეს საფუძველი” -განაცხადა პაპუაშვილმა.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
“მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს” – წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა – გაზეთ “ასავალ-დასავალის” რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.