საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენი მედიასთან კომენტარს გააკეთებს. ექს-პრემიერმა ლევან იოსელიანთან შეხვედრა 31 აგვისტოს მოითხოვა.
ღარიბაშვილის უფლებადამცველების თქმით, “ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსანს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს.