მთავარისიახლეებისაზოგადოებამდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება - პაპუაშვილი

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

Published on

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა – “ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება პირადად მისთვის სამწუხაროა, თუმცა პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას.

კითხვაზე, „რატომ მაინცდამაინც ახლა?“ პაპუაშვილი პასუხობს, რომ „შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს“.”ეს პოზიცია აღარ შეიქმნება, სახელმწიფო მინისტრისა. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო სამინისტრო, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციისა და მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტური სამინისტროს გაერთიანება” – განაცხადა პაპუაშვილმა.29 ივლისს კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში ახალი თანამდებობა – რეგიონული პოლიტიკის განვითარების სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნება – მას კი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პარალელურად, სექტემბრიდან გაუქმდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. სექტემბრამდე კი მინისტრი მდინარაძე იქნება

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...