უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა – ამის ამსახველი კადრები და ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება. მოსახლეობის თქმით, ადგილზე სულ მცირე 10 აფეთქების ხმა გაიგონეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ამ დრომდე ძლიერი ხანძარია.ცნობილია, რომ Wildberries-ის კოტოვსკში მდებარე ობიექტი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია. მან ფუნქციონირება 2025 წელს დაიწყო და მოსალოდნელი იყო, რომ სრულად ამოქმედების შემდეგ 54 მილიონი ერთეული საქონლის შენახვას შეძლებდა