უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე ხანძარია.ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვოლგისპირეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტს, მათ შორის რეაქტიულ საწვავს, რომლითაც რუსეთის საოკუპაციო არმიას ამარაგებს.ნოვოკუიბიშევსკის ქარხანა უკრაინამ 17 აპრილსაც დაბომბა. დარტყმების შემდეგ, საწარმოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მაშინ, სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქარხანაში იძულებულნი გახდნენ შეეჩერებინათ ნავთობის პირველადი გადამუშავების ორი დანადგარი. 10 ივნისს საწარმოს კვლავ დაესხნენ თავს დრონები, რის შემდეგაც ქარხანამ ნედლეულის გადამუშავება დროებით შეაჩერა.
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
Published on