ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. აქ საქმე გვაქვს რაღაც გარკვეულ ჯგუფთან, ვინც ცდილობს, რომ რაღაც პროვოკაცია ჩამოაგდოს.
განსაკუთრებით მენიშნა ოჯახთან დაკავშირებულ უსაფრთხოების თემებზე როცა იყო საუბარი. ვინ ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი გუნდის, ქვეყნის ლიდერი, შემოქმედი იმ სახელმწიფოსი, რომელიც ერთად შევქმენით – უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები.
და მითუმეტეს ვინ ვინ და მან კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მითუმეტეს მისი ოჯახის უსაფრთოება და უფლებები. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და მგონია, რომ რაღაც შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მტკივნეულია და მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა, რაღაც ჯგუფები, გამოიკვლევენ ალბათ და გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე.
თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ.
20 აგვისტოს ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა.
წერილში ღარიბაშვილი, პირველ რიგში, მამუკა მდინარაძის გასული დღის კომენტარებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მან “სიცრუის ტირაჟირებას” თავი უნდა დაანებოს და “პასუხისმგებლობა აიღოს”. ღარიბაშვილი აქამდე ირწმუნებოდა, რომ მდინარაძემ მას გაუგზავნა გარიგების წერილი, რომელშიც ორ არჩევანს სთავაზობდნენ. ამ ცნობას მდინარაძის პრესსამსახურმა “სრული აბსურდი” უწოდა.