მთავარისიახლეებიკიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

Published on

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 32-ზე მეტი კი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა.

დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა ცხრა-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა.

“მასობრივი თავდასხმა იყო. რუსები დიდხანს ემზადებოდნენ, მათ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები და დრონები გააერთიანეს და მიზანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება იყო.” – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ მედიაში.

უკრაინის პროკურატურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სარაკეტო იერიშის დროს კიევის სოლომენსკის ოლქში, სულ მცირე, 16 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. თავდასხმამ ასევე დააზიანა სკოლა, საბავშვო ბაღი და ბავშვთა საავადმყოფოც, რომლის ავტოსადგომზეც ხანძარი გაჩნდა.

მოგვიანებით კიევის მერმა 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა დედაქალაქზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...