მთავარისიახლეებისაზოგადოებასვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე მყინვარიდან მასა ჩამოიშალა.

სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე მყინვარიდან მასა ჩამოიშალა.

Published on

სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე, მყინვარიდან მასა ჩამოიშალა.ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც მყინვარის ჩამოშლის შედეგად არსებულ ვითარებას სწავლობენ.
 
„მყინვარია ჩამონგრეული. არის თუ არა ვინმე მოყოლილი, არავინ იცის. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. სავარაუდოდ დიდი მასაა ჩამოწოლილი“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ. 
 
მისივე თქმით, აღნიშნული მყინვარი მოსახლეობასთან ახლოს არ არის და ტურისტულადაც ნაკლებად დატვირთული ზონაა.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირზე არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. 
„სავარაუდოდ, საქმე გვაქვს გლაციოლოგიურ პროცესებთან (წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობასთან ) , რომელიც ბუნებაში ხშირად ხდება.
ამ ეტაპზე დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა ვიდრე სპეციალისტებისგან ინფორმაცია არ გვექნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
 
 

სიახლეები

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...