მთავარისიახლეებისაზოგადოებათამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

Published on

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე – გარდაცვლილი გოგოს მამა “ოცნების” 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ხელს მაშინდელი სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს ადებს და ამტკიცებს, რომ სწორედ მათ შეუწყვეს ხელი, რომ 23 წლის გოგოს ბურუსით მოცული გარდაცვლაბეის საქმე არ გამოძიებულიყო.

კაცი ამტკიცებს, რომ სწორედ ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში შედიოდა მისი შვილი შსს-ში უსაშვოდ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა ისეთი ფაილი გატეხა, რომლის გასაჯაროების შემთხვევაში “ქვეყანა თავდაყირა დადგებოდა”.

თამარ ბაჩალიშვილის მშობელი საუბრობს “ქოლ-ცენტრების” სქემაზე და სწორედ ამ კონტექსტში ასახელებს გრიგოლ ლილუაშვილს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, კაცი ამბობს, რომ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო.

“სადაც ბავშვი მოკლეს და მანქანა დამალეს, პიროვნება იქ იძახდა ირაკლი ღარიბაშვილზე ჩემი ალალი ბიძაშვილიაო. გამოვიდა ეს აკიმ ფაშა, ეგეთი ბიძაშვილი არ მყავსო. მისი ვილა იყო (ღარიბაშვილის ბიძაშვილის) სადაც მანქანა დამალული იყო” – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიშვილი.

მითხრან რა გამოიძიეს? არაფერი. ყველაფერი გააყალბეს. რატომ ეშინიათ ამ საქმის აგხსნა? ვისი დავალებით არის ეს ასე? სამი მაღალჩინოსნის (დავალებით მოქმედებდნენ). მოქმედი მაღალჩინოსნები არიან. დაიწყოს გამოძიება, ყველაფერს ვიტყვით. ამათ ჩაფარცხეს საქმე – ბავშვი რომ მიხვდა, რომ “ქოლ-ცენტრია”, ვეღარ აღწევდა თავს, ემუქრებოდნენ. ოჯახით ემუქრებოდნენ, ვერ აღწევდა თავს, შევიდა ერთ-ერთ ფაილში, რომელიც რომ გასაჯაროებულიყო თავდაყირა დადგებოდა ქვეყანა.

ამ სამ მაღალჩინოსანს შორის არის გრიგოლ ლილუაშვილი. ღარიბაშვილიც ამ საქმის კურსშია. ინფორმაცია აქვს ბევრი. ბავშვი თავის პირით იძახდა, სუსი და შსს კურირებდა მამა ამ საქმესო. ლილუაშვილითო რომ ვიძახი , არაო ვენებს იჭრიდნენ.

სადაც ბავშვი მოკლეს და მანქანა დამალეს, პიროვნება იქ იძახდა ირაკლი ღარიბაშვილზე ჩემი ალალი ბიძაშვილიაო. გამოვიდა ეს აკიმ ფაშა, ეგეთი ბიძაშვილი არ მყავსო. მისი ვილა იყო (ღარიბაშვილის ბიძაშვილის) სადაც მანქანა დამალული იყო.

ამ გიორგი ღარიბაშვილმა დამხედა, შენს შვილს თავი არ მოუკლიაო, მოკლეს იცოდეო. ორჯერ გაიმეორა. ჩემთან ერთად იყო ამ დროს ღობესაშვილი, რამიშვილი და კილაძე. მერე მოვინდომე ამ გიორგი ღარიბაშვილთან შეხვედრა, ორჯერ მივედი და ორჯერვე დამეცა მანქანა. ეტყობა ჩასაფრებული იყვნენ. აშკარად აყალბებდნენ.

შსს-ში ჩემი შვილი საშვის გარეშე რატომ შედიოდა? ორჯერ შევეკითხე, შვილო სად მიდიხარ- ორთაჭალაში მივალ და მოვალო. გომელაურმა იცის ეს ყველაფერი. ბაჯულაშვილის დაწინაურება, ბაკურაძე რომ გაიქცა, პოლიციის ყუკანა კარებიდან რომ გარბის.

გომელაურიც მფარველობდა ამ “ქოლცენტრს” – გომელაური და ლილუაშვილი ასპროცენტიანი. მამაცაშვილიც ამათთან ერთად. შოთაძემ, ყოფილმა გენპროკურორმა გააყალბა ეს ყველაფერი.

ფლეშკაში იყო, მე ვიცი, ფლეშკა არ მოგცეს, ლეპტოპი არ მოგვცეს. უფროსი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე გამოდის და იძახის, ცუდად ვარ სამი წელია, არარ შემიძლიაო, ეს ბავშვი მოკლესო. დალუქული ტელეფონი წაიღეს. აბუაშვილი, აფციაური, ვიღაც ნაგვები, ბაჭუალშვილის მეთაურობით, წაიღეს წაშალეს და ისევ მოუტანეს ამას. ორი თვე აწამეს, რატომ, რისი გულისთვის”, – ამბობს ბაჩალიაშვილის მამა.

გამოიძიეთ ექვსი წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე – ამ მოთხოვნით გენერალურ პროკურატურასთან დედების აქცია მიმდინარეობს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი წლებია უშედეგოდ ითხოვს დაადგინო,ნ რას შეეწირა 23 წლის პროგრამისტის სიცოცხლე. ბაჩალიაშვილის დედის მხარდასაჭერად პროკურატურასთან დგას გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძეც.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...