მთავარისიახლეებისაზოგადოებაკობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

Published on

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან “პირველების” კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისი განმარტებით, ხელისუფლებას ამ თხოვნით ბიზნესმა მიმართა, რაზეც თავის მხრივ, ხელისუფლებაც დათანახმდა. 

ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლის საფუძველზეც ასეთი ტრანზაქციები ხორციელდება და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან იყო შეთანხმებული. ბუნებრივია, აქვს თავისი პოლიტიკური მგრძნობიარობა ასეთ საკითხებს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო მთავრობასთან ბიზნესის მხრიდან. როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, როდესაც ბიზნესმა მიიღო ეს წინადადება, ჩვენთან იყო შეთანხმებული და ჩვენ დავინახეთ სარგებელი, რა თქმა უნდა, მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით, – თქვა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, საწვავით მომარაგების თხოვნა სწორედ ოკუპირებული აფხაზეთიდან წამოვიდა, თუმცა პრემიერი ვერ ამბობს, კონკრეტულად ვინ მოითხოვა დახმარება.  

ინიციატივა იქიდან მოდიოდა, ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესიდან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. იქ არ ვიციკონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი, ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო ამ საწვავის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მოგვმართა ბიზნესმა და ჩვენ მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება. სავარაუდოდ იქიდანაც იყო ბიზნესი, რომელსაც ჰქონდა დეფიციტი საწვავის, შეიძლება მათ მიმართეს, შეიძლება, სხვამ მიმართა…მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო ის, რომ იყო დეფიციტი, გაკეთდა იქიდან მიმართვა ბიზნესის მიმართ და შემდეგ ბიზნესმა შეგვითანხმა ეს საკითხი, – ამბობს კობახიძე. 

ამასთან მთავრობის მეთაური ამბობს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ნდობის აღდგენას ემსახურებოდა და იქ ფინანსური ინტერესი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. 

ჩვენთვის ეს არის თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მთავარი ასამოავალი წერტუილი ფულის შოვნა არ იყო, შეიძლება ბიზნესის მიზანი იყოს ფულის შოვნა, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა – ერთადერთი მოტივი რატომაც მივიღეთ მხარდამჭერის გადაწყვეტილება, იყო სწორედ ეს ხედვა. 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ იმ საწვავით, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შევიდა, რუსეთის მომარაგება ვერ მოხდებოდა, რადგან მისი რაოდენობა მცირე იყო.  

ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, ისტერული კამპანია იყო, ზოგადად, იმიტომ, რომ მათ, ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი. რაც შეეხება რუსეთის მომარაგებას, რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამის 0.001 %-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში, ეს ერთი. მერე საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე, ბაზები ჰგონიათ რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს, სრული აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ სამხედრო ბაზები იყო მომარაგებული ამ საწვავით. ნებისმიერ ბაზას თავისი საწვავის მარაგი აქვს და  ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათატად, იმიტომ, რომ ბაზა არი სტატიკური ობიექტი. 

კითხვაზე, რა მოუტანა საქართველოს ამ გადაწყვეტილებამ, კობახიძე ამბობს, რომ კმაყოფილი დარჩა ის ხალხი, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს.  

რა თქმა უნდა, ადამიანები არიან კმაყოფილი, რომლებიც იღებენ რეალურად საწვავს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს – ინფორმაცია და კადრები მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.

კადრების თანახმად, ენგურის ხიდი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ სამმა საწვავმზიდმა გადაკვეთა.

აქტივისტი წერს, რომ ისინი ხიდთან მდებარე ქართულმა საგუშაგომ უპრობლემოდ გაატარა.

ამასთან, კომპანია, “ქონექთმა” რომლის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, გუშნ პირველი განმარტება გააკეთა.

განცხადების მიხედვით, მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას.

“ქონექთში” ამბნენ, რომ ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთქნ არ თანხმდება და სცდება ქონექთიწ პასუხისმგებლობის ფარგლებს. 

ორი დღის შემდეგ “ქონექთმა” დააზუსტა, რომ საწვავის მიწოდება “სოლიდუსისთვის” ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა, თუმცა და დამატებით მიწოდებას აღნიშნულ შპს-ზე არ იგეგმება. 

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...