მთავარისიახლეებისაზოგადოებავახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

Published on

“ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს” – ეს განცხადება ვახო სანაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

14 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

სანაია ამბობს, რომ არ აპირებს გაჩუმდეს. მისი თქმით, პროტესტს გააგრძელებს ქუჩაშიც, ეთერშიც და სოციალურ ქსელებშიც.

ვერანაირი პატიმრობა, ჯარიმა და დარბევა ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს.

რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი, გასაგები და მკაფიო სლოგანია: ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დავანგრიოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის და როდესაც ამ ბრძოლაში ვართ, ყოველთვის ვამბობთ, რომ: ბოლომდე! ეს ნიშნავს იმას, რომ გავიმარჯვებთ აუცილებლად.

ეს რეჟიმი განწირულია. რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ მოახდინონ რეაგირება, არანაირი პრობლემა ჩემთვის ეს არ არის. კიდევ დავწერ, ბევრჯერ დავწერ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მომესურვება.

და, მოდი, მარტივი შეკითხვა დაუსვას საკუთარ თავს ივანიშვილმა, რა მიიღო იმით, რომ დამაპატიმრა, გარდა იმისა, რომ თავისი მარიონეტი სახელი კიდევ უფრო დამკვიდრდა ამ საზოგადოებაში აი, იმ პაპუაშვილის თუ ნებისმიერი ნებისმიერი სხვის, რომლის შესახებაც ასევე დავწერ.

აქ იმისთვის არ ვიჯექი, რომ გამოვიდე და რაიმე არ დავწერო, იმისთვის ვიჯექი, რომ ვწერ და ვლაპარაკობ და კიდევ დავწერ და კიდევ ვილაპარაკებ, ყოველთვის, ბოლომდე, სანამ არ გავიმარჯვებთ იქამდე გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მერეც დავწერთ, ახლაც ვწერთ და წარსულშიც ამას ვაკეთებდით. ყოველთვის ეს ასე იქნება” – განაცხადა სანაიამ.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა.

ჟურნალსიტის პატიმრობა შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მოითხოვა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...