მთავარისიახლეებინანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

Published on

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა.

ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის, ნანუკა ჟორჟოლიანის დარღვეულ უფლებებს დაიცავს.

ივანიშვილის მორჩილმა და კორუმპირებულ მოსამართლეთა კლანის მიერ მართულმა სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას უკავშირდება.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დადგენილებები აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებთან. ისინი ასევე წინააღმდეგობაშია თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი კამერებით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილ ფაქტებთან, რადგან აღნიშნულ ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ პარლამენტის წინ ტროტუარზე შეკრებილი მომიტინგეები, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანი არავის გადაადგილებას არ უშლიდნენ ხელს”- წერს ორგანიზაცია.

ნანუკა ჟორჟოლიანის საჩივარი რიგით უკვე მე-12 საჩივარია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ სტრასბურგის სასამართლოში მარტო უკანასკნელი წლის განმავლობაში გააგზავნა.

ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეთა დარღვეული უფლებების დაცვას მართლმსაჯულების საერთაშორისო ორგანოში, რადგან სამართლის ძიება ეროვნულ სასამართლოებში ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელი გახდა”- წერს ორგანიზაცია.

სიახლეები

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...