მთავარისიახლეებისაქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

Published on

 

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით
0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებსდა მათ სალარო აპარატის ფუნქციით ახალ პოს-ტერმინალს სთავაზობს.
ტერმინალი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, სტანდარტული ტერმინალები და სალარო აპარატები ერთი მოწყობილობით ჩაანაცვლოს, რაც მათ ბიზნეს პროცესებს გაუმარტივებს და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად დაუზოგავს.
შეთავაზების ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესები, რომლებიც პირველად მოითხოვენ ტერმინალს 2026 წლის 31 დეკემბრამდე, სამი თვით ტერმინალის მომსახურებით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. ამასთანავე, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე მათთვის 0%-იანი საკომისიო იმოქმედებს.
კერძოდ:
⦁ მიკრო ბიზნესისთვის (თვიური ბრუნვა 2,000 ლარამდე):
⦁ პოს-ტერმინალით სარგებლობა პირველი 3 თვის განმავლობაში შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, შემდგომში კი ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი 60 ლარს შეადგენს.
⦁ საკომისიო საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე – 0%. (საკრედიტო AMEX ბარათის გარდა)
⦁ მცირე ბიზნესისთვის (თვიური ბრუნვა 7,500 ლარამდე):
⦁ პოს-ტერმინალით სარგებლობა პირველი 3 თვის განმავლობაში შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, შემდეგ კი ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი 80 ლარია.
⦁ საკომისიო საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე – 0%. (საკრედიტო AMEX ბარათის გარდა)
„საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ მეწარმეებს ინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პოს-ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით, რომელიც ორ აუცილებელ მოწყობილობას აერთიანებს და მეწარმეებს ოპერაციების უფრო ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს.
ახალი შეთავაზებით, ბიზნესებს დამატებით ვაძლევთ შესაძლებლობას, პირველი სამი თვის განმავლობაში ტერმინალით უფასოდ ისარგებლონ, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე გადახდები კი 0%-იანი საკომისიოთი მიიღონ (საკრედიტო AMEX ბარათის გარდა). ჩვენ უკვე ვემსახურებით 32 ათასზე მეტ მერჩანტს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის მთავარი პარტნიორია”, – აცხადებს ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, შეთავაზების პირობებით სარგებლობისთვის აუცილებელია მერჩანტს ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ბანკში. 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში.
აქციის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

სიახლეები

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...