მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

ხვალ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

Published on

ხვალ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოებისთვის შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც Odishinews -ს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება. ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატები, ხოლო სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. შესაბამისად 31 მაისს, ამომრჩევლებს აღნიშნულ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იხსნება ერთი უბანი, სადაც სულ – 1152 ამომრჩეველია. ცესკოში გამართულ შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს არჩევნების შესახებ გააცნო დეტალური ინფორმაცია და განუცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საკრებულოს შუალედური არჩევნები წარმართოს მშვიდ, წყნარ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში, – „თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის საარჩევნო ბიულეტენები, შემაჯამებელი ოქმები და სპეციალური კონვერტები. სამივე უბანი ხვალ ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნება, ხოლო ხმის მიცემის პროცესი საღამოს 8 საათზე დასრულდება. რის შემდეგაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს და როგორც კი ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.,“ – აღნიშნა ანა მიქელაძემ. მან ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დამკვირვებლებისა და აგიტაციის წესების შესახებ: 31 მაისს, ხმის მიცემის მიმდინარეობას დააკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციები. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 31 მაისს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. შუალედური არჩევნების გამართვის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ნაპო გაბისონია. ასევე, მას შემდეგ, რაც კახაბერ რუსია სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა მის მოადგილედ დანიშნა. სოფელ ერგეტაში რეგისტრირებულია სამი კანდიდატი: ვასილ გაბისონია (ქართული ოცნება); კობა ბულია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და ბაჩუკი ნაროუშვილი (თავისუფალი საქართველო). რაც შეეხება სენაკს – მალხაზ ტორჩინავა (ქართული ოცნება); ემალ ყურაშვილი (თავისუფალი საქართველო), კაპიტონ ტორჩინავა (საინიციატივო ჯგუფი) და ხვიჩა სანაია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
 
ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 მაისს დღის განმავლობაში პერმანენტულად მიაწვდის მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...