მთავარისიახლეებისაზოგადოებაბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

Published on

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტის ფონზე – ამის შესახებ Reuters წერს.მანამდე ბელარუსმა, რომელსაც წლიური 24 მილიონი ტონის საერთო ნომინალური სიმძლავრის მქონე ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს, განაცხადა, რომ მზად არის ნაწილობრივ აანაზღაუროს რუსული საწარმოევის სიმძლავრეები, რომლებიც უკრაინული დრონების თავდასხმების გამო დაიკარგა.ივნისში ბელარუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან რუსეთის შიდა ბაზარზე ბენზინის სარკინიგზო მიწოდების მოცულობამ 181 ათას ტონას გადააჭარბა. ეს მაისის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. დიზელის საწვავის გადაზიდვა 1,5-ჯერ გაიზარდა – 77 ათას ტონაზე მეტამდე.
გარდა ამისა, ბელარუსუმა ივნისში რუსეთის ბაზარზე 16 ათას ტონაზე მეტი საავიაციო საწვავი გაგზავნა. საერთო ჯამში, 2026 წლის დასაწყისიდან ბელარუსიდან რუსეთის ბაზრისთვის ბენზინის სარკინიგზო მიწოდება 20-ჯერ გაიზარდა 2025 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით და 453 ათას ტონას გადააჭარბა. დიზელის საწვავის მიწოდება კი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა – 256 ათას ტონამდე

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...