მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქო საკონსტიტუციო სასამართლოს დახურვას ითხოვს

საპატრიარქო საკონსტიტუციო სასამართლოს დახურვას ითხოვს

Published on

საპატრიარქო ქვეყნის მთავარი – საკონსტიტუციო სასამართლოს დახურვას ითხოვს.მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით განცხადება მეუფე შიოს თანაშემწემ, მამა ანდრია ჯაღმაიძემ, გააკეთა.ჯაღმაიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საპატრიარქო ამ რეკომენდაციით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.„რამდენადაც მე გავარკვიე საკონსტიტუციო სასამართლო არ არის აუცილებელი ატრიბუტი დემოკრატიული სახელმწიფოსი და ჩვენ ვხედავთ, რომ ოთხი მოსამართლის ლოგიკაზე არის დამოკიდებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მომავალ თაობას, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და მას დღეისთვის აქვს  ისეთი უფლება, რომ შესაძლებლობა აქვს ოთხი მილიონიანი ერის გადაწყვეტილება შეცვალოს ოთხმა ადამიანმა,“ – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.საპატრიარქოს ამ რადიკალური პოზიციის მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.პირველმა კოლეგიამ გუშინ გააუქმა სასჯელი მარიხუანას მოხმარებაზე და ეს მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო.  

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...